fbpx
რელიგიასაბერძნეთი

ბერძნული ეკლესია ქონებრივ გადასახადს, 1, 8 მილიონ ევროს გადაიხდის

დღევანდელი გადაწყვეტილებით, საბერძნეთის ეკლესია დაკისრებულ ქონებრივ გადასახადს, რომელიც 1, 8 მილიონ ევროს შეადგენს, ხუთ ეტაპად გადაიხდის.

აღნიშნული გადაწყვეტილება სწორედ დღეს, წმინდა სინოდის სხდომაზე, ათენისა და მთელი საბერძნეთის არქიეპისკოპოსის თანდასწრებით მიიღეს.

განცხადების თანახმად, წმინდა სინოდმა მოიწონა და მიიღო ცენტრალური საფინანსო სამსახურის შეთავაზება, რომლის მიხედვითაც, საბერძნეთის ეკლესია ქონებრივ გადასახადს, რომელიც 1, 8 მილიონ ევროს, უფრო ზუსტად კი, 1,848,248.61 ევროს შეადგენს, 5 ეტაპად გადაიხდის.

 

onalem

ტესტ