fbpx
საზოგადოება

ბერძნებმა შავ ზღვაში დაკარგული წყვილი გადაარჩინეს – ისინი ტალღებს 5 დღე ებრძოდნენ

ისინი უკვე ფიქრობდნენ, რომ შუა ზღვაში დაიხოცებოდნენ და მათ კვალს ვერავინ მიაგნებდა. ყველაფერი 8 აგვისტოს დაიწყო, როდესაც წყვილმა, ნოვოროსისკიდან, გადაწყვიტა, შავ ზღვაში გასაბერი ნავით სასიერნოდ შეეცურა. ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ყველაფერი ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცეოდა.

ქალი 35 წლის ნადეჟდა ვატრუშკინაა, რუსეთის მოქალაქე, ხოლო მისი მეუღლე სომხეთის მოქალაქე, მიხაილ ალავერდიანი. როცა შეცურეს, ზღვა ტბასავით მშვიდი ჩანდა, კარგი ამინდი იყო და ცურვისთვის ხელსაყრელი პირობები.

მათ თავიანთი მობილურებიც კი მანქანაში დატოვეს, რადგან დარწმუნებულები იყვნენ, რომ დაბრუნება არ დააგვიანდებოდათ.

მაგრამ ყველაფერი შეიცვალა. ამოვარდა ძლიერი ქარი და ისინი შავ ზღვაში ტალღებს ხუთი დღე და ოთხი ღამე ებრძოდნენ. გასაბერი ნავი მუდმივად წყლით ივსებოდა, კბენდნენ მწერები და მზისგან საშინლად დაიწვენენ. გარდა ამისა, მეხუთე დღეს უკვე ჰალიცინაციებიც დაეწყოთ.

თავდაპირველად უყვიროდნენ ნავებს და იახტებს, რომლებიც მათ სიახლოვეს მიცურავდნენ, მაგრამ შტორმის და ქარის გამო, ხმას ვერავის აწვდიდნენ და ბოლოს იმედი გადაეწურათ.

საბოლოოდ გამოჩნდა ბერძნული გემი, კაპიტან ხრისტოს კონსტანტინიდის მეთაურობით, რომელმაც წყვილი სიკვდილისგან იხსნა. პოვნის მომენტში ისინი ნაპირიდან 70 კილომეტრის დაშორებით იყვნენ.

ბერძენი კაპიტანი თურქეთიდან, შავი ზღვის გავლით, ტამანის პორტისკენ მიდიოდა, როცა ისინი შენიშნა. ეკიპაჟმა მათ შესთავაზა საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი და სამი დღის მანძილზე უვლიდნენ, სანამ არ დარწმუნდნენ, რომ ჯანმრთელები იყვნენ.

სამი დღის შემდეგ კი ისინი ნოვოროსისკში დაბრუნდნენ.

onalem

ტესტ