fbpx
საქართველო

ახალი შეზღუდვები უცხოეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში

საქართველოს ბინადრობის ნებართვის მოსაპოვბლად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდებათ. კანონის შესაბამისად, ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვება მათთვის ბევრად უფრო გართულდება.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის ივლიანე წულაიას განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივით გათვალისწინებულია საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემა უცხოელზე (და მისი ოჯახის წევრებზე), რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ინვესტიცია, ნაცვლად დღეს არსებული 300 000 ლარისა.

აგრეთვე, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა გათვალისწინებულია უცხოელზე (და მისი ოჯახის წევრებზე), რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, ნაცვლად დღეს დადგენილი 35 000 აშშ დოლარისა.

ცვლილების თანახმად, გათვალისწინებულია ახალი ტიპის – მუდმივი ბინადრობის ნებართვის შემოღება, რომელიც გაიცემა საინვესტიციო ბინადრობის მქონე უცხოელზე (და მისი ოჯახის წევრზე), რომელსაც 5 წლის განმავლობაში უდასტურდება წლიურად არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ბრუნვა საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან.

პროექტით ასევე, გათვალისწინებულია, რომ საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა უცხოელზე გაცემა 5 წლის ვადით, მაშინ როდესაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად აღნიშნული სახის ნებართვა გაიცემა უცხოელისთვის მუდმივი ცხოვრების უფლებით. ამასთან, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი ვალდებული ხდება ყოველწლიურად წარადგინოს ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების სააგენტოში, საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობის წლიური ბრუნვის შესახებ, რაც არ უნდა იყოს 120 000 აშშ დოლარზე ნაკლები. წინააღმდეგ შემთხვევაში, უცხოელს შეუწყდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა. აღნიშნული არგუმენტირებულია ინვესტორთა მხრიდან ინვესტირების შენარჩუნების მიზანშეწონილობით, რათა საინვესტიციო საქმიანობა არ შემოიფარგლოს ინვესტიციის ერთჯერადად განხორციელებით.

onalem

ტესტ