fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ათენში ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია “არა ოკუპაციას” გამართეს

“დღეს, რუსეთის საელჩოსთან ათენში მყოფმა ემიგრანტებმა საპროტესტი აქციით “არა ოკუპაციას” დავაფიქსირეთ რუსეთის მიერ საქართველოს საზღვრის დარღვევის ფაქტები.სანთლებით დავხატეთ საქართველო და გავაბით მავთულხლართები, ვიმღერეთ საქართველოს ჰიმნი, ჩვენმა თანამემამულეებმა მარი კაპანაძემ,და ლია ონიანმა გააკეთეს მიმართვები ბერძნულ ქართულ და რუსულ ენაზე, პოეტმა ქალბატონმა ზაირა კეღოშვილმა საქართველოზე წაიკითხა ემოციურად შთამბეჭდავი საკუთარი ლექსი. ასევე აქტიურობა გამოიჩინა ყველა ემიგრანტმა. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო თვითოეულ მათგანს. ამ აქციამ ნათლად მაჩვენა, ვინ ცხოვრობს საქართველოს ტკივილით და ვისთან უნდა ვისაუბრო საქართველოს განვითარების მექანიზმზე.”

წერს აქციის ორგანიზატორი, დარეჯან გამბაშიძე