ათენი: ვინ არის ქალი, რომელიც ხალხს მაღალანაზღაურებად სამსახურებს თაღლითობის მიზნით სთავაზობდა

ათენის პროკურატურის ბრძანების საფუძველზე გავრცელდა 57 წლის ქალის ფოტოები, რომელიც თაღლითობაშია ბრალდებული. ის წარმოუდგენელ “ზღაპრებს” თხზავდა და ხალხს ატყუებდა.

კერძოდ, 57 წლის ბერძენი ქალი 6 ივნისს, გლიფადაში დააკავეს.

მისი დანაშაული შემდეგში მდგომარეობს: ის სისტემატიურად  სთავაზობდა ადამიანებს, რომ სამსახურს დააწყებინებდა სხვადასხვა საელჩოებსა და კომპანიებში, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალი ხელფასით. პირობას კი ნაცნობების ყოლით ამყარებდა. ამის სანაცვლოდ კი თანხებს იღებდა.

მის მიერ შეთავაზებული სამსახურების ხელფასი საშუალოდ 50, 000 ევრო იყო.

იმისათვის, რომ თავი მოეჩვენებინა, ის მომავალ მსხვერპლს გლიფადის სხვადასხვა მდიდრულ ვილებში იწვევდა.

2 წლის წინ მან აღნიშნული გზით 8 ადამიანს საერთო ჯამში 28, 000 ევრო გამოსძალა.

melano

ტესტ