fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ათენი: იმუშავებენ თუ არა ხვალ ავტობუსები და ტროლეიბუსები?!

ხვალ ათენისთვის მძიმე დღეა! 4 თებერვალს დაგეგმილი აქციის ფარგლებში გარკვეული  ცვლილებებია მოსალოდნელი.

განსაკუთრებით საინტერესოა საკითხი, როგორ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ვინაიდან სინდაღმის ცენტრსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 1 მილიონი ადამიანის შეკრებას ვარაუდობენ.

ხვალ 4 თებერვალს დაკეტილი იქნება მეტროს სამი სადგური: ომონია, სინდაღმა, პანეპისტიმიო. 

ავტობუსები და ტროლეიბუსები იმუშავებენ, თუმცა, ისინი, რომლებსაც ცენტრში გავლა უწევდათ, ვინაიდან იქ გადადგილება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება, იმოძრავებენ განსხვავებული გზებით.

ასევე, შესაძლოა, დააგვიანონ გაჩერებებზე მისვლა, რადგან ასეთ შემთხვევებში, ჩვეულებრივ, საცობები იქმნება.

-> ცხოვრობთ საბერძნეთში? არ გაქვთ საბუთები? იურიდიული კომპანია Advalaw-ს კონსულტანტები უფასო კონსულტაციას გაგიწევენ! <-

onalem

ტესტ