fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ათენი: 30 წლის მამაკაცი ნარკოტიკებს ბერძნული გადამზიდი კომპანიების მეშვეობით ყიდდა

საბერძნეთის პოლიციამ ათენში, კერძოდ, ახარნონზე 30 წლის მამაკაცი დააპატიმრა. მას ბრალად ნარკოტიკებით ვაჭრობა ედება, თუმცა, ამისთვის ის ტრადიციულ “შავ” გზებს არ იყენებდა. საკვირველია, მაგრამ დამნაშავე ერთ-ერთ ბერძნულ კომპანიაში რეკავდა, იძახებდა კურიერს და მისი საშუალებით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი მყიდველთან გადაჰქონდა.

პოლიციის ინფორმაციით, მან ბოლო ასეთი ქმედება 2018 წლის 14 თებერვალს ჩაიდინა, როდესაც კურიერს გადასცა პაკეტი, რომელიც არტაში უნდა წაეღო. პაკეტში კი რეალურად 105, 2 გრამი ჰეროინი და სხვადასხვა აბები აღმოჩნდა.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მამაკაცი არტადან ჩამოვიდა, რათა ახარნონზე ნარკოტიკები მიღო, რომელთაც მოგვიანებით უკან, არტაში, ფოსტის საშუალებით გადააგზავნიდა.

ის გასულ შაბათს დააკავეს, როდესაც აღნიშნული საქმის მოსაგვარებლად მივიდა. აღმოჩნდა, რომ 30 წლის მამაკაცი ამ საქმიანობით ბოლო 5 წლის მანძილზე იყო დაკავებული.

მის გარდა კიდევ დააკავეს, ორი ქალი, 51 და 47 წლის, და ერთი 39 წლის მამაკაცი.

თითოეული მათგანი დანაშაულის შესაბამისი სიმძიმით დაისჯება.

დაკავებულთა ეროვნება უცნობია.

onalem

ტესტ