ალბანეთი საბერძნეთს ხანძართან ბრძოლაში დახმარებისთვის მადლობას უხდის

”მე ძალიან მადლობელი ვარ! ” –  განაცხადა ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ხუთშაბათს ავლონაში ცეცხლს ორი თვითმფრინავი ებრძოდა.

მან საბერძნეთის მთავრობას და პირადად ნიკოს კოძიასს მადლობა გადაუხადა, რადგან საბერძნეთმა სამხრეთ ალბანეთში ხანძრის ჩაქრობაში უდიდესი დახმარება გაუწია.

დიტმირ ბუშატმა სამადლობელი განცხადება სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე დაწერა.

ნიკოს კოძიასს ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან თხოვნა მიიღო და მათ დასახმარებლად საჰაერო ძალები გაგზავნა. ავლონაში მათ ხანძრის კონტროლის არეში მოქცევა მოახერხეს.

ორი ვერტმფრენი 12 საათის მანძილზე დაფრინავდა და ხუთშაბათის შემდეგ, ჯამში 3 დღის მანძლზე 30 საათიანი ფრენა განახორციელეს.