fbpx
ეკონომიკა

29 წლამდე მოქალაქეებს უმუშევრობის შეღავათები გაუუქმდებათ

საბერძნეთის შრომის ბაზარზე ახალგაზრდებისთვის,ვინც 29 წლის ქვემოთ არიან, სამწუხარო ამბავი გაჟღერდა. კანონის მიხედვით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, მხოლოდ ისინი მიიღებენ უმუშევრობის შეღავათს, ვინც ამის შესახებ განაცხადი 2017 წლის 18 მაისამდე შეავსო.

ყველას, ვინც 18 მაისამდე შეიტანა განაცხადი, გადახდა ჩვეულებისამებრ გაუგრძელდებათ.

სტატისტიკის მიხედვით, საბერძნეთში უმუშევრობა ყველაზე მეტად ახალგაზრდებს შორისაა გავრცელებული. 2016 წლის მონაცემებით, 20-24 წლის 4-დან 1 ახალგაზრდას არ აქვს არანაირი სამუშაო, არც განათლება ან პროფესიული ჩვევები (26,1%). ზოგიერთ რეგიონში კი ეს მაჩვენებელი 60%-საც კი აღწევს. მაგალითად, ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი.

კანონი 4472/2017 ძალაში 2017 წლის 18 მაისს შევიდა და მოიცავს მნიშვნელოვან ცვლილებებს საპენსიო და საგადასახადო სისტემებში.

onalem

ტესტ