fbpx
საბერძნეთი

1 მაისს ბერძენი მეზღვაურები 24 საათით გაიფიცებიან

პირველ მაისს ბერძნული მეზღვაურთა ფედერაცია 24 საათიან გაფიცვას მოაწყობს. არ იმოძრავებს არცერთი გემი.

მეზღვაურები ითხოვენ აღუდგეთ შრომითი და სოციალური დაცვის უფლებები წინასწარი მემორანდუმის დონეზე, რომელიც 2017 წელს ყველა კატეგორიის მუშაკს შეეხება. ისინი ასევე აპროტესტებენ უმუშევრობას საკუთარ სექტორში და დაუზღვეველ სამუშაო პირობებს.

გაფიცვის საათები: 00:01-დან 24:00-მდე.

ისინი ურჩევენ მათ, ვინც უკვე დაჯავშნა სამგზავრო ბილეთი, დაუკავშირდნენ თავიანთ ტურისტულ აგენტებს ან ადგილობრივი პორტის ხელმძღვანელებს, დამატებითი ინფორმაციისთვის. მგზავრებს, რომელთა მოგზაურობაც გაფიცვის გამო გადაიდო ან გაუქმდა, უფლება აქვთ დაიბრუნონ ბილეთის სრული საფასური.

ამჟამად არ ვრცელდება ინფორმაცია სხვა ტრანსპორტის თანამშრომელთა გაფიცვასთან დაკავშირებით.

onalem

ტესტ