fbpx
კატეგორიის გარეშე

ძესი პაპუცი გარდაიცვალა

ცნობილი მსახიობი, ძესი პაპუცი დამარცხდა სიცოცხლისთვის ბრძოლაში და ბერძნული ხელოვნების სამყარო მწუხარებით აღავსო.

Star-ის ტელევიზიის ცნობით, ბოლო ორი თვე, მსახიობი თავის სიმსივნის დიაგნოზით გენიმატას საავადმყოფოში იყო მოხვედრილი.

მსახიობის გარდაცვალება განაცხადა Facebook-ით მისმა მეგობარმა, დორა დუმამ. “ახლახანს შევიტყვე სამწუხარო ამბავი, გარდაიცვალა უსაყვარლესი მსახიობი და ჩვენთვის საყვარელი მეგობარი, ძესი პაპუცი. ძესი.. კეთილი მგზავრობა, ჩვენთვის ყოველთვის ჩვენს გვერდით იქნები და სამუდამოდ გვეყვარები. ”

ძესი პაპუცი დაიბადა და გაიზარდა ათენში. 20 წელი მოღვაწეობდა ეროვნულ თეატრში, ხოლო, ზოგადად, მისი მუშაობა თეატრში ოთხ ათწლეულს ითვლის.ასევე მონაწილეობდა ბევრ სერიალში.

მან 2008 წელს ოჯახი იანი მანიოსთან შექმნა, რომელსაც 1995 წლიდან იცნობდა.

დარჩა ერთი ვაჟი, გიორგო კალიორა, პირველი ქორწინებიდან თანოს კალიორასთან.