fbpx
კრიმინალი

ვინ არის ვიქტორია კარიდას მეუღლის მკვლელი და რა უცნაური გზით იპოვა ის პოლიციამ?!

როგორც უკვე ცნობილია, ხუთთვიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ ვიქტორია კარიდას ბერძენ-ავსტრალიელი მეუღლის, იანის მაკრის მკვლელი დააპატიმრა. ის 31 წლის ბულგარელი მამაკაცია, რომელსაც მკვლელობა შეუკვეთეს. ბერძნული მედია მის ფოტოებს ავრცელებს. ასევე ცნობილი გახდა, თუ როგორ მიაგნო მას პოლიციამ.

არსებული ცნობებით, ბულგარელს ერთ-ერთ სასტუმროში დარჩა ქვითრები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მან ტანსაცმელი შეიძინა, ხოლო შეძენის თარიღი ზუსტად ემთხვეოდა მაკრის მკვლელობის დღეს. ცხადია, მკვლელმა ტანსაცმელი აღნიშნული შემთხვევისთვის იყიდა, რათა შემდეგ გადაეყარა და მისი იდენტიფიცირება შეუძლებელი ყოფილიყო, რადგან კამერაზე მისი სახე არ ჩანს. თუმცა, სწორედ აქ შეცდა ის.

ტანსაცმლის კოდები გადამოწმდა და კამერაზე ნაჩვენები სამოსიც ზუსტად დაემთხვა. ამ გზით მოხდა მისი ამოცნობა და 31 წლის ბულგარელი გლიფადაში დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული თავის 35 წლის ძმასთან ერთად 2018 წლის 12 ოქტომბერს საბერძნეთში სოფიადან ჩამოვიდა. 19 დღით ადრე ვიდრე შეკვეთილ მკვლელობას შეასრულებდა. ის სასტუმროებში ჩერდებოდა და სახავდა გეგმებს, რათა მინიმალური შეცდომები დაეშვა.

46 წლის მაკრი ჩაცხრილვიდან მეორე დღეს ( 1 ნოემბერს) ის კვლავ სოფიაში გაემგზავრა.

31 წლის ბულგარელის დაკავების შემდეგ, პოლიცია მკვლელობის მოტივს ეძებს.

იხილეთ ფოტოები:

 

onalem

ტესტ