fbpx
საზოგადოება

ვინ არის 10 წლის ბიჭი, რომელმაც ევროვიზიაზე საბერძნეთიდან კვიპროსს 12 ქულა მიანიჭა?!

ევროვიზიის გუშინდელი ფინალის ერთ-ერთი სასიამოვნო ნაწილი სწორედ 10 წლის მანოლის გინის გამოჩენა იყო.

საზღვარგარეთ მას შესაძლოა არ იცნობენ, მაგრამ საბერძნეთში მანოლი, მცირე ასაკის მიუხედავად, ძალიან პოპულარულია. ბიჭი პირდაპირ ეთერში გამოჩნდა, როტერდამს და მთელ ევროპას მიესალმა და კვიპროსის წარმომადგენელს, ელენა ცაგრინუს და მის გუნდს 12 ქულა მიანიჭა, საბერძნეთის სახელით.

მანოლი ტელეკომპანია ERT-ის სერიალში, “Τα καλύτερά μας χρόνια”, თამაშობს. პატარა მსახიობმა ტელევიზიისგან მიიღო შეთავაზება ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური კონკურსის პირდაპირ ეთერში გამოსულიყო და რა თქმა უნდა, დათანხმდა.

გარდა 10 წლის ბიჭისა, აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის წარმომადგენელი, სტეფანია, იყო ყველაზე ახალგაზრდა მომღერალი, რომელიც ქვეყანას ოდესმე კონკურსზე გაუგზავნია.

onalem

ტესტ