fbpx
საზოგადოება

ვიქტორიის მოედანზე ასფალტზე მძინარე ოჯახები და კორონავირუსის გავრცელების დიდი საფრთხე

ვიქტორიის მოედანზე არსებული მდგომარეობა კვლავ რთული რჩება. როგორც უკვე ცნობილია, იმიგრანტებს, განურჩევლად ასაკისა, ბავშვებსა და მოხუცებს, ცივ ასფალტზე სძინავთ და ელემენტარულ სანიტარულ წესებსაც ვერ იცავენ.

ადგილზე მუდმივად მუშაობს პოლიცია, თუმცა, უნდა მოიძებნოს კონკრეტული, საბოლოო გამოსავალი, ვინაიდან ეს ადამიანები მიეკუთვნებიან მოწყვლად ჯგუფს.

ამ პერიოდში ათენში ჯერ კიდევ მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება, თუმცა, შემოდგომა დადგა და როცა წვიმიანი ამინდები დაიწყება, მათი საცხოვრებელი პირობები, თუკი ამას შეიძლება ასე ეწოდოს, კიდევ უფრო გაუარესდება.

რაც ყველაზე პრობლემატურია, იმიგრანტთა შორის ვირუსის გავრცელების შანსი უკიდურესად მაღალია, ვინაიდან ჰიგიენის წესებს ვერ იცავენ და ფიქსირდება ხალხმრავლობა.

onalem

ტესტ