fbpx
საზოგადოება

“ვიცი, უცნაურად ჟღერს, არ მაქვს სიმპტომები, მაგრამ სახლში ვარ!” – ფეი სკორდა

ფეი სკორდამ შაბათს სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. როგორც ცნობილი გახდა, ტელეწამყვანს არ აღენიშნება სიმპტომები და ტესტი მხოლოდ იმიტომ გაიკეთა, რომ გაიგო, რომ მისი გარშემომყოფები კონტაქტში იყვნენ შესული დაინფიცირებულ პირებთან.

ფეიმ პირდაპირ ჩართვაში თქვა, რომ 15 დღის მანძილზე სახლში დარჩება და სიმპტომები ამ დრომდე არ გამოვლენილა.

აღსანიშნავია, რომ სკორდა იტალიაში იმყოფებოდა თებერვლის თვეში, რაზეც მან თქვა, რომ 21 თებერვალს იმოგზაურა და მაშინ ევროპაში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული.

“არასოდეს გავრისკავდი ჩემი და ჩემი კოლეგების ჯანმრთელობას. არ ვარ ასეთი ადამიანი. ჯანმრთელობის საკითხებში ძალიან სერიოზული ადამიანი ვარ,” ამბობს ტელეწამყვანი.

იხილეთ სრული ინტერვიუ:

onalem

ტესტ