fbpx
საზოგადოება

ციხეში გადაიყვანეს ბოშა, რომელიც TikTok-ზე ხალხს ოლიციელების დახოცვისკენ მოუწოდებდა

ბოშას, რომელიც TikTok-ის საშუალებით ხალხს პოლიციელების დახოცვისკენ მოუწოდებდა, 6 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ის საკუთარი ქმედებების გამართლებას ცდილობდა იმის თქმით, რომ როდესაც მსგავსი ვიდეო ჩაწერა, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

“ნასვამი ვიყავი, ორი ბოთლი არაყი მქონდა დალეული და ზედმეტი ვილაპარაკე,” მან მსგავსი ახსნა-განმარტება გუშინ ლარისას სასამართლოში მისცა, თუმცა, მოსამართლე საკუთარ უდანაშაულობაში ვერ დაარწმუნა და თავისუფლების 6 თვით აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც ირკვევა, მამაკაცი ვიდეოს საშუალებით ხალხს მოუწოდებდა, რომ პოლიციელები დაეხოცათ სანადირო და კალაშნიკოვის ტიპის იარაღებით.

მან თავის ჩვენებაში ისიც აღნიშნა, რომ არ გულისხმობდა პოლიციელებს, არამედ ბოშებს, რომლებიც აგრესიული ხასიათით გამოირჩევიან.

onalem

ტესტ