fbpx
საბერძნეთი

ბერძნები საახალწლო სუფრისთვის ღორის ხორცზე აკეთებენ აქცენტს – დაკლებულია მოთხოვნა ცხვარსა და თხაზე

როგორც მედია იუწყება, 2023 წლის შესახვედრად ბერძნების უმეტესობა საკუთარ სუფრაზე ღორის ხორცს ამჯობინებს. მიმდინარე პერიოდში ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ ღორის ხორცზეა და საკმაოდ დაკლებულია მოთხოვნა ცხვირსა და თხის ხორცზე.

როგორც ყასაბთა ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ცხვრის ხორცის ფასი საკმაოდ სტაბილურია, სხვა პროდუქტებთან შედარებით, რომლებზეც შეინიშნება ზრდა, მასზე მოხოვნა მაინც გაცილებით ნაკლების, ღორის ხორცთან შედარებით.

ამას გარდა, მისი განმარტებით, მოსახლეობის ინტერესი დაკლებულია ინდაურის ხორცის მიმართაც, რომლის ღირებულებაც გასულ წელთან შედარებით 10%-ზე მეტითაც კია მომატებული – იწყება კილოგრამზე 8,5 ევროთი.

“ახალი წელი ჩვენთვის ყოველთვის კარგი პერიოდია, ვაჭრობის თვალსაზრისით. შესაძლოა იყიდონ შედარებით ნაკლები ხორცი, ვინაიდან საკუთარი ჯიბე მეტის საშუალებას არ აძლევთ, მაგრამ ისინი მაინც შემოდიან, ისევ მყარდება ნდობა ჩვენსა და მომხმარებელს შორის. მუშაობა გვქონდა როგორც შობის წინა დღეებში, ასევე ახლაც, როდესაც ახალ წლამდე სულ ერთი დღეა დარჩენილი,” აცხადებს ის.

 

onalem

ტესტ