ერთ-ერთი კომპანია საბერძნეთში დაუსაქმებელ ახალგაზრდებს 1, 470 ევროს სთავაზობს
ბერძნული ბიზნესის მართვის კომპანია (Ε.Ε.Δ.Ε.) საბერძნეთში დაუსაქმებელ 1, 400 ახალგაზრდას, რომლებიც არიან 18-დან 24 წლამდე, საგანმანათლებლო პროგრამას, იგივე ტრენინგს სთავაზობს, პლუს 1, 470 ევროს.
კერძოდ, პროგრამა მოიცავს:
- სწავლების 120 საათს
- სტაჟირების 260 საათს
- საკონსულტაციო ხელმძღვანელობას
- სერტიფიცირებას
- საგანმანათლებლო დახმარებას (შემწეობას) 1, 470 ევროს ოდენობით.
აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:
- აქვთ მინიმუმ სავალდებულო დონის განათლება (იგულისხმება სკოლა).
- არიან დაბადებულნი 01/08/1993-დან 20/06/2000-მდე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 20 ივნისი, 23:59 საათი.
დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა დარეკოთ ნომერზე: 210-9769510 ან შეავსოთ ფორმა ონლაინში აქ: http://www.akmi-kek.gr/programmata-katartisis/katartisi-anergwn-18-24?utm_source=article&utm_medium=dt&utm_campaign=katartisi-anergwn-18-24
ათენი
მავროკორდატუ N1 – 3, Τ.Κ. 10678
Τ. 210 9769510, 210 9769511
F. 210 9769562
E. info@akmi-kek.gr
თესალონიკი
გიანიცონN 80 & პესოდონ პიროსვესტონ 2, Τ.Κ. 54627
Τ. 2310 283272
F. 2310 554202
E. info@akmi-kek.gr