fbpx
ეკონომიკა

სოციალური დახმარება ემიგრანტებს საბერძნეთისგან – ბაზა დღეიდან იხსნება!

ონლაინ პლატფორმა, სადაც ემიგრანტებს, რომელთაც ჯერ კიდევ არ მიუღიათ სახელმწიფოსგან სოციალური დახმარება, განაცხადის შევსება კვლავ შეუძლიათ, დღეიდან ამოქმედდება. ხელიდან არ გაუშვათ მეორე შანსი.

ლეგალურად მცხოვრებ თითოეულ ემიგრანტს, ისევე, როგორც საბერძნეთის მოქალაქეებს, შეუძლიათ თავიდან შეავსონ განაცხადი დახმარების მიღების თაობაზე.

დაახლოებით 24, 000 ადამიანს, რომელთა შორის უამრავი ემიგრანტია, პრობლემა შეექმნა საბანკო ანგარიშთან და ΑΦΜ-ის ნომერთან დაკავშირებით, რის გამოც, მათი განაცხადი დროულად ვერ განიხილეს და ბენეფიციარებმა თანხა ვერ მიიღეს.

ვებ-გვერდი www.koinonikomerisma.gr 17 იანვრიდან ამოქმედდება და 5 დღის მანძილზე იქნება ძალაში.

მოგიწოდებთ მიმართოთ ბუღალტერს ან შეავსოთ განაცხადები დამოუკიდებლად.

onalem

ტესტ