fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის პოლიციამ 40 წლის ქართველი მამაკაცი დააკავა – მისი მიზეზით შეიძლებოდა 41 ადამიანი დაღუპულიყო

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ქსანთიში საქართველოს 40 წლის მოქალაქე დააკავეს. მას 41 იმიგრანტი ქვეყანაში კონტეინერით შემოჰყავდა და მას შემდეგ, რაც გააჩერეს და ფურგონი შეამოწმეს, 8 იმიგრანტის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ისინი უჰაერობის შედეგად უკიდურესად კრიტიკულ მდგომარეობაში არიან.

იმიგრანტების ასაკი 20-დან 30 წლამდეა.

პოლიცია იუწყება, რომ 40 წლის ქართველს არ ჰქონდა არც მართვის მოწმობა, რის გამოც ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდება.

8 ახალგაზრდა სუნთქვის პრობლემებით ამჟამად საავადმყოფოშია მოთავსებული, ხოლო საქართველოს მოქალაქე ქსანთის პროკურატურაში გადაიყვანეს.

ოფიცრები იუწყებიან, რომ რომ არა მათი დროული მოქმედება, შეიძლებოდა, რომ 41-ივე ადამიანი, რომელიც კონტეინერში უჰაერო მდგომარეობაში იყო მოთავსებული, დანიშნულების ადგილზე ჩასვლამდე დაღუპულიყო.

onalem

ტესტ