fbpx
კრიმინალი

“მე მოვითხოვ, რომ 40 წლის მამაკაცი ძალით მოიყვანონ სასამართლოზე” – რას ამბობს იოანას ადვოკატი?!

როგორც უკვე ცნობილია, იოანა პალიოსპირუზე თავდასხმის საქმე ჯერ დახურული არ არის. სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, ვიდრე არ მოხდება დეტალების გამოძიება და მომხდარის რეალური მიზეზის დადგენა. ახალი არ არის, რომ საქმეში ფიგურირებს 40 წლის მამაკაცი, რომლის გამოც, როგორც იწერებოდა, ეფი კაკარანძულამ იოანას კატასტროფული ზიანი მიაყენა.

მიუხედავად ამისა, თავად ეს ადამიანი, ადვოკატის საშუალებით კატეგორიულად უარყოფს, რომ რაიმე კავშირი აქვს თავდასხმასთან და იმასაც ამბობდა, რომ ის მოწმის სახითაც არ გამოუძახებიათ სასამართლოზე.

იოანას ადვოკატები საპირისპიროს ამტკიცებენ. მათი ინფორმაციით, 40 წლის მამაკაცი მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას მთავარი მოწმეა, ის გამოიძახეს და არცერთ სასამართლოზე არ მივიდა. ნიკოს ალექსანდრი ამბობს, რომ თუ ის ნებით არ გამოცხადდება პროცესზე, მოითხოვენ, რომ იძულებით მიიყვანონ და ჩვენება მისცეს.

onalem

ტესტ