fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის მთავრობის ზომები სიძვირის წინააღმდეგ – ფასდაკლებების შემცირება საწყისი ფასის შესამცირებლად

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობა გეგმავს ორი ძირითადი ზომის განხორციელებას, რომელიც მიმართული იქნება სიძვირის წინააღმდეგ და ასობით პროდუქტის ფასების შემცირებისკენ. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად მოქმედებს სხვადასხვა კამპანია, რომ მომხმარებლისთვის შედარებით ხელმისაწვდომი გახდეს ყველა ის პროდუქტი, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად არის გაძვირებული, თუმცა, ახლა საუბარია ორი კონკრეტული ზომის მიღებაზე.

პირველი გახლავთ ფასდაკლების პროცენტის შემცირება, ანუ თუ მაგალითად პროდუქტს აქვს 50%-იანი ფასდაკლება, აღნიშნული შემცირდება 30%-მდე, ეს ნიშნავს, რომ მომწოდებელი ვალდებული იქნება შეამციროს საწყისი ფასიც. ეს ყველაფერი განხორციელდება ეტაპობრივად და მიზანია, დაასტაბილუროს საწყისი ფასები ნელ-ნელა.

მეორე ზომა გულისხმობს გაძვირებულ პროდუქტებზე სარეკლამო აქციების აკრძალვას. მაგალითად, როდესაც გაძვირებულია პროდუქტი და კარგად არ იყიდება, მომხმარებელს არ ექნება საშუალება, რომ სარეკლამო აქცია წამოიწყოს აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისად, ეს ზომაც სავარაუდოდ, დაარეგულირებს ნელ-ნელა საწყის ფასებს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ 13 მარტიდან მოქმედებაში შედის “სამარხვო კალათი”, რომელიც ათობით პროდუქტს მოიცავს.

onalem

ტესტ