fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: რა უნდა გავითვალისწინოთ მომავალი უამინდობის პირობებში?!

სამოქალაქო დაცვის სამსახური, სახანძრო დეპარტამენტთან ერთად, ავრცელებს გარკვეულ რჩევებს, რომლებიც საბერძნეთის ჩრდილოეთით მცხოვრებმა მოსახლეობამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. საუბარია კვირა დღეს ნავარაუდევ ძლიერ ქარსა და წვიმაზე, რომელმაც შესაძლოა პრობლემები შექმნას ამა თუ იმ ტერიტორიაზე.

სწორედ ამიტომ, ისინი იუწყებიან, რომ უმჯობესი იქნება თუ მივყვებით შემდეგ მითითებებს:

  1. დარწმუნდით, რომ სახლის გარეთ და შიგნით მილები, სადაც წყალმა უნდა გაიაროს, არ არის ჩაკეტილი.
  2. ნივთები, რომლებიც შესაძლოა ძლიერმა ქარმა წაიღოს და დააზიანოს, აუცილებლად შეიტანეთ შიგნით, თუკი ეს შესაძლებელია.
  3. მიჰყევით მითითებებს, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში მოგცემთ საგზაო პოლიცია, თუკი მანქანით გადაადგილდებით და არ წახვიდეთ მათ საწინააღმდეგოდ, განსაკუთრებით მაკედონიის ტერიტორიაზე.
  4. მოერიდეთ ნავსადგურებთან და სანაპიროებთან გადაადგილებას. ზოგადად, თავი შეიკავეთ უამინდობისას გარეთ გასვლისგან, თუკი ეს გადაუდებელი არ არის.შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმა და ქარიშხალია მოსალოდნელი ეგეოსის ჩრდილოეთით, ეპირუსში, თესალიაში, ევიაში, სპორადესსა და მაკედონიის ტერიტორიაზე.

onalem

ტესტ