fbpx
ეკონომიკასაზოგადოება

საბერძნეთი: გრანტი უმუშევრებს 12.000 ან 36.000 ევროს ოდენობით OAED-ისგან

OAED-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, საბერძნეთში უმუშევარი პირები დიდი რაოდენობით თანხას მიიღებენ, თუკი რამდენიმე კრიტერიუმს აკმაყოფილებენ. სახელმწიფო ზრუნავს მათზე, ვინც ეკონომიკური კრიზისის პერიოდში ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

კერძოდ, მარია კარამეზინის თქმით, დასაქმების პროგრამა განკუთვნილია 5.000 ადამიანისთვის, რომელმაც საკუთარი ბიზნესი 2012 წელს კრიზისის გამო დახურა, ხოლო ახლა განახლება და სხვებიც დასაქმებაც სურს.

პროგრამა მოქმედებაში იქნება 12 თვის მანძილზე, თუმცა ვადის გასვლის შემდეგ, მათ შეეძლებათ პროგრამა გააგრძელონ მომდევნო 12 თვეც.

სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია ისეთი ბიზნესის ხელშეწყობა, სადაც დასაქმებული იქნება არა მხოლოდ მეპატრონე, არამედ სხვა პირებიც.

თანხა, რომელსაც ბიზნეს გეგმის ავტორი აიღებს, განისაზღვრება იმის მიხედვით, მარტო აპირებს ის ბიზნესის წამოწყებას თუ პარტნიორთან ერთად. გამომდინარე აქედან თანხა მერყეობს 12.000-დან 36.000 ევრომდე.

onalem

ტესტ