fbpx
საზოგადოება

ნამდვილი შოკი ბერძნული ოჯახისთვის – დენის ქვითარი 4.879 ევროთი !

ლამიაში მცხოვრები დიდი ოჯახის უფროსისთვის ზედმეტად უსიამოვნო იყო მომენტი, როდესაც სახლში დენის ქვითარი მიუვიდათ. მასზე არც მეტი არც ნაკლები 4, 879 ევრო ეწერა. 

“თავიდან მეგონა რომ ეს შეცდომა იყო და უნდოდათ, რომ 487 ევრო დაებეჭდათ, რადგან თვალებს ვერ ვუჯერებდი. მადლობა ღმერთს, რომ თავი ხელში ავიყვანე,” ამბობს ქალი, რომელიც ვერ ხვდებოდა, თუ რატომ ეწერა მათ ქვითარზე წარმოუდგენელი რაოდენობის თანხა.

რა თქმა უნდა, ის დაუყოვნებლივ წავიდა DEH-ს ოფისში სიტუაციის გასარკვევად. თანამშრომლები მალევე მივხვდნენ, რომ ეს შეცდომა იყო.

ამის მიუხედავად, მათ ბოდიშიც კი არ მოუხდიათ, არამედ უთხრეს, რომ ამ ქვითარს ვერ გაასწორებდნენ და მომდევნო ქვითარში იქნებოდა მათ მიერ გადასახდელი სწორი თანხა მითითებული.

ლამიელი ოჯახი ჯერ კიდევ დაბნეული და შეშინებულია, რადგან მათ არ იციან, რამდენი უნდა გადაიხადონ ახლა და რამდენი ევრო მიემატება მომდენო თვეების დანახარჯს.

onalem

ტესტ