fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

“მიცოტაკი ერდოღანს არ მიაყანებს შეურაცხყოფას, მას პასუხს გასცემს საერთაშორისო სამართლის არგუმენტებით” – იკონომუ

“კირიაკოს მიცოტაკი ერდოღანს შეურაცხყოფას არ მიაყენებს. მას პასუხს გასცემს საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული არგუმენტებით. პრემიერი ისაუბრებს და ასახავს იმ მდგომარეობას, რაც ეგეოსის ზღვაში არსებობს.

მიცოტაკი საკმაო დროს დაუთმობს თურქეთის პროვოკაციებზე საუბარს და შესაძლებელია, რომ ათენმა მოითხოვს თურქეთისთვის სანქციების დაწესება, მისი ქცევის გამო. თითოეული დეტალი შესაბამის დროს განიხილება.

ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი საზღვრები. ბოლო თვეებში დაახლოებით 330.000-მა ადამიანმა სცადა საბერძნეთის საზღვრის გადმოკვეთა. არასამთავრობო ორგანიზაციები ეტაპობრივად ხდებიან თურქული პროპაგანდის მსხვერპლნი და ამის ტიპიური მაგალითია ბოლო ინციდენტი ევროსზე 33 მიგრანტთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, ვინც საზღვრებს იცავს, არ აყვნენ თურქულ პროვოკაციებს. ჩვენ უპასუხოდ არაფერს დავტოვებთ, საბერძნეთი ახორციელებს მკაცრ, მაგრამ ამავე დროს სამართლიან საემიგრაციო პოლიტიკას,” განაცხადა მთავრობის სპიკერმა, ნიკოს იკონომუმ.

გაეროს სხდომა დაგეგმილია ხვალისთვის, სადაც კირიაკოს მიცოტაკი სიტყვით გამოვა და დეტალურად ისაუბრებს თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გამწვავდა.

onalem

ტესტ