fbpx
საბერძნეთი

მატერიალური ზარალი მიკონოსზე ძლიერი ქარის გამო

ქარების კუნძული – სწორედ ამ სახელწოდებით არის ცნობილი კოსმოპოლიტური კუნძული მიკონოსი, რომელსაც ბოლო დღეების მანძილზე ქარმა კარგი შედეგები ნამდვილად არ მოუტანა. ქარის სიძლიერე ბუფორტის სკალით 10 ბალს შეადგენდა. პორტში ქვის გალავანი ჩამოიშალა, რომელსაც ძირითადად ზაფხულში იყენებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დიდი საფრთხეები არ არსებობს და აღინიშნება მხოლოდ მატერიალური ზარალი. შეკეთების სამუშაოები კი უკვე დაწყებულია.

იხილეთ ფოტოები:

onalem

ტესტ