fbpx
კრიმინალი

მასშტაბური სპეცოპერაციები ათენში: 5 გაჩხრეკილი სახლი და დაკავებული 3 იმიგრანტი

გავრცელებული ინფორმაციით, ევროპოლი მთელი ევროპის მასშტაბით სპეცოპერაციებს ატარებს, რათა დადგინდეს დაახლოებით 20 ადამიანის ადგილსამყოფელი, რომელსაც კავშირები აქვს ბერლინში მოქმედ ანტი-ავტორიტარულ ორგანიზაციასთან.

ირკვევა, რომ დღეს დილიდან სპეცოპერაციების სერია დაიწყო ათენშიც, რომელსაც ტერორიზმთან ბრძოლის სამსახური ხელმძღვანელობს.

არსებული ცნობებით, ჩხრეკა განხორციელდა 5 სახლში და დაკავებულია 3 ადამიანი. თითოეული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მათი სახელები უკავშირდება ექსარხიაში ბოლო დროს განხორციელებულ ერთ-ერთ ყველაზე სიმბოლურ ოკუპაციას.

onalem

ტესტ