fbpx
საბერძნეთი

“ველოდებით 200 ტონამდე წვიმას და 11 ბალიან ქარს” – სახელმწიფო მექანიზმის მზადყოფნა ციკლონისთვის

ხმელთაშუაზღვიური ციკლონის შესახებ, რომელიც საბერძნეთს ხვალიდან დაატყდება თავს, მეტეოროლოგები გარკვეულ პროგნოზებს აკეთებენ. ირკვევა, რომ ფენომენი “იანოსი” გამოიწვევს 200 ტონამდე წვიმის მოსვლას და მას მოჰყვება ძლიერი ქარიც, რომელიც ბუფორტის სკალით, 11 ბალს მიაღწევს.

სამოქალაქო დაცვის სამინისტრომ უკვე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა პელოპონისოსა და იონიის ზღვის კუნძულებზე, რადგან სწორედ აქედან დაიწყება ხვალ ციკლონის ფორმირება, შემდეგ უკვე ატიკამდე მოაღწევს.

როგორც ხარდალიასმა განმარტა ეს ჰგავს იმ ფენომენებს, რომლებიც ფიქსირდება აშშ-ში და ყველაფერს ანადგურებს, თუმცა, ხმელათშუაზღვიური იქნება გაცილებით მოკლევადიანი, ზომაში პატარა და ნაკლები ზიანის მომტანი.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა გაფრთხილდეს, რადგან ზარალის ზუსტი პროგნოზი, რომლის გამოწვევაც ციკლონს შეუძლია, არ ხდება.

onalem

ტესტ