fbpx
საზოგადოება

იოანას დასახმარებლად მსოფლიო გაერთიანდა – შეგროვებულია 93.000 დოლარზე მეტი

ბერძნული მედია სასიხარულო ამბავს ავრცელებს იოანა პალიოსპირუს ამბავთან დაკავშირებით, რომელსაც სიტყვიერი სოლიდარობის გარდა, ფინანსური მხარდაჭერაც სჭირდება. ახალგაზრდა ქალის მკურნალობა და რეაბილიტაცია სოლიდურ თანხებს უკავშირდება, გარდა ამისა, მისი საქმე მოითხოვს ადვოკატების მომსახურების საფასურის დაფარვას.

სწორედ ამიტომ, წამოწყებულია კამპანია, რომლის ფარგლებშიც, შესაბამისი პლატფორმის საშუალებით ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, რომ იოანას 1 ევრო ან 1 დოლარი მაინც ჩაურიცხოს.

ამერიკაში მოღვაწე ბერძნული წარმოშობის ტელეწამყვანმა, მარია მენუნოსმა 1.000 დოლარის ოდენობის შემოწირულობა გაიღო, მას მიბაძეს კოლეგებმა და საბოლოო ჯამში შეგროვდა იმაზე მეტი თანხა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.

ირკვევა, რომ მიზანი 80.000 დოლარის შეგროვება იყო, ხოლო ჩაირცხული თანხების ოდენობამ 93.314 დოლარს მიაღწია. სულ 2.500-მა ადამიანმა გაიღო თანხა საკუთარი ჯიბიდან, მჟავით თავდასხმის მსხვერპლი ქალის დასახმარებლად, რომელმაც დამნაშავისგან განსხვავებით, საკუთარ თავში ძალა იპოვა და სასამართლოზეც კი გამოცხადდა.

onalem

ტესტ