fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ერმუ: სასულიერო პირების ლიმუნზინები უსახლკაროების გვერდით

ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა… მასზე ასახულია ათენის ცნობილი ერმუს ქუჩა, რომელზეც ხშირად ნახავთ უსახლკაროების, მაგრამ ამის პარალელურად ლიმუნზინებით მოსიარულე პირებს, თუმცა, არა საერო, არამედ სასულიერო პირებს…

ათენის ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორი ტვიტერზე წერს:

“სასულიერო პირების ლიმუნზინებმა ჩაუარეს უსახლკაროებს ერმუს ქუჩაზე. დღეს ხომ კვირაა და მართლმადიდებლობის დღესასწაული აღინიშნება და ისინი აღსანიშნავად მიდიან.”

ერთ-ერთი კომენტარი კი, პოსტის ქვემოთ, ასე გამოიყურება:

“უცნაური ის არის, რომ მანქანები ჩვეულებრივ მოძრაობენ და საერთოდ არავინ ჩერდება, რომ მინიმალური ყურადღება გამოიჩინოს ასფალტზე მაცხოვრებელი ხალხის მიმართ. დღეს ხომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა…”

onalem

ტესტ