fbpx
კატეგორიის გარეშე

დიდ ბრიტანეთში პირბადის ტარებისა და კოვიდსაშვის წარდგენის ვალდებულება უქმდება

გერმანიაში “ომიკრონი” სწრაფად ვრცელდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 112  ათსზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც  პანდემიის დაწყებიდან რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, “ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელებით გამოწვეული ახალი ტალღა პიკს რამდენიმე კვირაში მიაღწევს. მისი თქმით, შემთხვევების რეალური რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებს, შესაძლოა, დაახლოებით ორჯერ აღემატებოდეს.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სავალდებულო ვაქცინაცია სწრაფად, აპრილში ან მაისში უნდა დაწესდეს, იმისთვის, რომ შემოდგომაზე პანდემიის მორიგი ტალღის თავიდან აცილება შეძლონ.

ბრიტანეთში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნიღბის ტარებისა და კოვიდპასპორტების წარდგენის ვალდებულება უქმდება. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა. თუმცა დასძინა, რომ 27 იანვრიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში  მისი გამოყენება კვლავ აუცილებელი იქნება.

ამასთან, ხელისუფლება რეკომენდაციას აძლევს მოქალაქეებს, კვლავ ატარონ ნიღაბი დახურულ და ხალხმრავალ სივრცეებში. თუმცა 20 იანვრიდან საკლასო ოთახში მოსწავლეებს პირბადის გამოყენება აღარ მოუწევთ.

ასევე, დღეიდან უქმდება დისტანციურად, სახლიდან მუშაობის რეკომენდაცია.

კოვიდპასპორტების წარდგენა ღამის კლუბებსა და ფართომასშტაბიან ღონისძიებებზე სავალდებულო აღარ იქნება, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ორგანიზაციებს უფლება ექნებათ, მოითხოვონ ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი.

“ჩვენმა მეორე გეგმამ მოგვცა შესაძლებლობა, გვებრძოლა ომიკრონის წინააღმდეგ. ამ გეგმამ იმუშავა, მონაცემები აჩვენებს, რომ ომიკრონი უკან იხევს. დღევანდელი მდგომარეობით, ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირებულია, მათ შორის ასაკობრივ ჯგუფებში. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჰოსპიტალიზაციის შედარებით ნაკლები შემთხვევაა. პაციენტების, კოვიდპაციენტების, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფ პირთა რაოდენობა ახლა იმავე დონეზეა, როგორიც ივლისში იყო. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენ ე მეტი მოქალაქე კი უსახლკაროდ დარგავხსნიდით ქვეყანას, როგორც კი მონაცემები ამის შესაძლებლობას მოგვცემდა”,- განაცხადა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა.

პოლონეთში კი კიდევ ერთხელ ემზადებიან კოროვირუსული ინფექციების ახალი ტალღისთვის. კოვიდით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ისინი ჰოსპიტალურ მკურნალობას საჭიროებენ.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი რესურსი ამოწურულია და უჭირთ ახალ ტალღასთან გამკლავება.

პოლონეთში ბოლო 24 საათში  კორონავირუსის 30 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. ინფექციების დაახლოებით 20% “ომიკრონ” ვარიანტს შეადგენს. პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროს ამჟამად  დაახლოებით 31,000 საწოლი აქვს  გამოყოფილი COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის. ვირუსის გავრცელების ამჟამინდელი მაჩვენებელი საფრთხეს უქმნის ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობას.

onalem

ტესტ