fbpx
კრიმინალი

ბერძენმა მოზარდმა ამერიკის სკოლაში ცეცხლი გახსნა – გარდაცვლილია 10 მოსწავლე, დაშავებულია 12

ტექსასის შტატის ერთ-ერთ სკოლაში, Santa Fe, დილის საათებში 17 წლის ბერძენმა მოსწავლემ ცეცხლი გახსნა. მისი სახელია დიმიტრის პაგურძის. სროლის შედეგად დაიღუპა 10 ბავშვი, ხოლო 12 დაშავებულია. პოლიციას სკოლაში შესვლისას სისხლის ტბა დახვდა.

როგორც ამერიკული და ბერძნული მედია იუწყება, 17 წლის დამნაშავემ სკოლაში შეჭრამდე სოციალურ ქსელში ფოტო განათავსა, სადაც აცვია მაისური წარწერით, “დავიბადე, რომ მოვკლა.”

როგორც ჩანს, მას უნდოდა, რომ ბევრი მსხვერპლი ჰყოლოდა. ის არამარტო იარაღს ისროდა, არამედ ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერებებიც იპოვეს.

ამ დროისთვის Santa Fe-ს სკოლაში გარდაცვლილი მოსწავლეების რაოდენობა 10-ს უდრის, ხოლო 12 მათგანი დაშავებულია. დამნაშავე დილითვე დააკავეს. მის გარდა, პოლიციამ კიდევ ერთი ადამიანი აიყვანა.

ადგილობრივი დროით 07:45 წუთზე სკოლაში სახანძრო სიგნალი ჩაირთო და ბავშვებმა საკლასო ოთახები დატოვეს. ჩვენებების მიხედვით, 14 წლის მოსწავლემ 5 სროლის ხმა გაიგო და ამიტომ, მათ მასწავლებლებთან ერთად, სკოლასთან ახლოს მდებარე უსაფრთხო ადგილას გადაინაცვლეს, სადაც 45 წუთის მანძილზე იმალებოდნენ. თუმცა, ზოგ მათგანს არ გაუმართლა და სროლაში მოჰყვა.

პოლიცია შემთხვევის ადგილზე სწრაფად გაჩნდა და მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ სკოლაში კარგად შეიარაღებული პირი ისროდა, საქმეში სპეცრაზმი ჩაერთო.

დაშავებულთა გადასაყვანად სკოლის ტერიტორიაზე სამი ვერტმფრენი დაჯდა.

onalem

ტესტ