fbpx
საბერძნეთი

ახალი რეგულაციები საბერძნეთის საჯარო ტრანსპორტით სარგებლობისას – იზრდება ჯარიმები

ტრანსპორტის მინისტრის მოადგილის, ხრისტინა ალექსოპულუს მიერ ხელმოწერილი გადაწყვეტილებების თანახმად, საბერძნეთის საჯარო ტრანსპორტით სარგებლობისას ახალი რეგულაციები შედის ძალაში, ეს ძირითადად შეეხებათ მგზავრთა უფლებებს.

ახალი რეგულაციების მიხედვით, იზრდება ჯარიმები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დარღვევისთვის, რათა თავიდან იქნეს არიდებული დისკრიმინაცია და არასათანადო ქცევა მათ მიმართ. ყველაზე მნიშვნელოვანი შესწორებებია:

1) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ავტობუსში ასვლაზე, ბილეთის გაცემაზე ან რაიმე სხვა მსგავსი სახის საჭიროებაზე უარის თქმის შემთხვევაში კომპენსაციის რაოდენობა, რომელსაც ის მიიღებს 30 ევროდან იზრდება 200 ევრომდე.
2) საჩივარზე არამყისიერი ან დაგვიანებული პასუხის გამო, რომელიც შეეხება მოქალაქის უფლებების დარღვევას, კომპენსაცია იზრდება 30 ევროდან 100 ევრომდე.
3) ადმინისტრაციული ჯარიმა 2,000 ევროდან 2,500 ევრომდე ინვალიდის ეტლის ან სხვა დამხმარე საშუალების დაზიანების შემთხვევაში.

ასევე, მოსალოდნელია, რომ შესაძლებელი გახდეს ავტობუსებში მინიმუმ ორი ველოსიპედის, სკუტერის, ჩვილის ეტლი დაშვება (იგულისხმება თითო ავტობუსში ორი).

ამას გარდა, მგზავრებს ექნებათ ვალდებულება დაიცვან სადგურებში შესასვლელ-გასასვლელების სწორი გამოყენების წესები.

onalem

ტესტ