fbpx
საბერძნეთი

საჭირო იქნება SMS ციფრით 2 და შენაძენის ქვითარი – როგორ მოხდება ვაჭრობა, Click Away-ს მეთოდით, 13 დეკემბრიდან?!

13 დეკემბრიდან საბერძნეთში ვაჭრობა დასაშვები ხდება Click Away-ს მეთოდით, რაც ნიშნავს, რომ კლიენტმა ტელეფონის ან ინტერნეტის საშუალებით უნდა შეუკვეთოს სასურველი პროდუქტი, ხოლო შემდეგ კონკრეტულად დანიშნულ დროს მივიდეს მაღაზიასთან, რომ შეკვეთა წამოიღოს.

წესები, რომლებიც ვაჭრობის აღნიშნულ მეთოდს ახლავს თან, შემდეგია:

  • მაღაზიის თანამშრომლები ვალდებულნი არიან დანიშნონ კონკრეტული დრო თითოეული კლიენტის მისვლისთვის და აწარმოონ ბაზა, სადაც აღნიშნული იქნება დღის მანძილზე შესრულებული ვიზიტები. ეს საჭიროა შემდგომში აუდიტის სამსახურის მიერ შემოწმების ჩასატარებლად.
  • თითოეული მომხმარებლის მხრიდან ლოდინი არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, წინააღმდეგ შემთხვევაში მაღაზია დაჯარიმდება კანონდარღვევის შესაბამისად.
  • მომხმარებლებს უნდა ჰქონდეთ გაგზავნილი SMS ციფრით 2 და ასევე, თან უნდა ჰქონდეთ შენაძენის ქვითარი.
  • შეკვეთის აღება მოხდება მაღაზიის გარეთ, გადახდა კი ბარათით, ან წინასწარ ან ადგილზე, აპარატით (POS).
  • “რიგში”, რომელიც მაღაზიის გარეთ შეიძლება იყოს, არ უნდა იდგეს 9 ადამიანზე მეტი და მათ შორის აუცილებლად უნდა იყოს დაცული დისტანცია, 2 მეტრი.

 

onalem

ტესტ