fbpx
საბერძნეთი

საიუველირო მაღაზიიდან 100.000 ევროს სამკაული გაქრა, გამოძიების შედეგად კი, დადგინდა, ქურდი თავად თანამშრომელი იყო

შემთხვევა საბერძნეთში, კერძოდ, კუნძულ კრეტაზე მოხდა. რეთიმნოში მდებარე საიუველირო მაღაზიიდან დაიკარგა ძვირადღირებული სამკაულები და მას შემდეგ, რაც მეპატრონემ პოლიციაში ამის შესახებ განაცხადა, დაიწყო გამოძიება.

რამდენიმე თვიანი ძებნის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ საიუველირო მაღაზია არ გაუქურდავთ უცხო პირებს, როგორც ამას თავიდან ვარაუდობდნენ, არამედ ქურდი თავად მაღაზიაში მომუშავე თანამშრომელი აღმოჩნდა.

მან სამსახურიდან გაიტანა არც მეტი, არც ნაკლები, 100.000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა, რომელიც მოთავსებული იყო სპეციალურ სეიფში. მტკიცებულებების შედეგად მას ბრალი წაუყენეს ქურდობასა და შემოსავლის დანაშაულებრივი გზით მიღებაში.

49 წლის ბერძენი რეთიმნოს რაიონულ პროკურატურაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ