ათენი: ტრანსპორტის გაფიცვა მომდევნო კვირაში
ΟΑΣΑ-ს თანამშრომლები მომდევნო კვირაშიც გაფიცვას აცხადებენ.
კერძოდ, სამშაბათს, 19 ივნისს, ავტობუსები იმუშავებენ დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე.
რაც შეეხება ხუთშაბათს, 21 ივნისს, ავტობუსები არ იმუშავებენ დილის 11:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე.
შეგახსენებთ, რომ სხვა დანარჩენი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს ჩვეულებრივ რეჟიმში.