fbpx
საზოგადოება

შვილმკვდარი დედა სასაფლაოს გალავანს გადაახტა, რომ საფლავზე სანთელი აენთო

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ინციდენტი პატრასში, სასაფლაო B-ზე მოხდა. 17 წლის ბიჭის დედა სასაფლაოს მოაჯირს გადაახტა, რომ გარდაცვლილი შვილის საფლავზე სანთელი აენთო.

როგორც ცნობილი გახდა, 17 წლის გიორგოს დაგიუკლასი რამდენიმე წლის წინ ავარიაში გარდაიცვალა და პატრასის აღნიშნულ სასაფლაოზეა დაკრძალული.

როგორც მისი დედა OPEN-თან საუბრისას ამბობს, არ შეეძლო საკუთარი შვილის ანთებული სანთლის გარეშე დატოვება წითელ პარასკევს. ამიტომ გადაწყვიტა, რომ გალავანზე გადამხტარიყო და ამ გზით შეეღწია სასაფლაოზე. მას შვილის მარტო დატოვება, ამ დღეს, არ შეეძლო.

“მე… გავაკეთე რაღაც უკანონო… განმსაჯეთ. გადავახტი გალავანს… და ამას არ ვნანობ… ეს უკანონოა თქვენთვის, თქვენი კანონებით… მე ჩემი შვილებისთვის ყველაფერს გავაკეთებდი. მოვკვდებოდი, მივცემდი ჩემს ცხოვრებას. მაგრამ არ შემეძლო მისი ჩაქრობილი სანთლით დატოვება. მე ჩემს შვილთან მივედი და ამას ვერავინ ამიკრძალავს,” წერს გლიკერია ლიტრა სოციალურ ქსელშიც.

onalem

ტესტ