fbpx
საზოგადოება

ათენი: ნათლიამ ნათლულის მშობლებს უჩივლა და ნაჩუქარ ჯვარს უკან ითხოვს

ამბავი, რომელსაც ბერძნული მედია ავრცელებს, თავად უწოდებენ დაუჯერებელს, მაგრამ ეს არის ის, რაც საბერძნეთში ხდება… რამდენიმე დღის წინ ათენის სასამართლოს ახალგაზრდა ქალმა მიმართა, რომელიც საკუთარი ნათლულის მშობლებს უჩივის და მისი მოთხოვნა ნათლობის ჯვრის უკან დაბრუნებაა, რომელიც მან ბავშვს აჩუქა.

როგორც ის ამბობს, ჯვარი, რომელიც თეთრი ოქროა, ბრილიანტის თვლით, 1.300 ევროს ღირებულების არის და მან ნათლობისთვის ბავშვს ორი წლის წინ აჩუქა.

ქალმა ბავშვის მშობლები საერთო მეგობრების წრეში გაიცნო და მიუხედავად იმისა, რომ მათ კარგად არ იცნობდა, ნათლიობა შესთავაზეს, რაზეც იმ მომენტში უარი ვერ თქვა, რადგან შემოთავაზებით აღფრთოვანდა.

ის საჩივარში წერს, რომ მოუწია წასვლა და ყველა საჭირო ნივთის შეძენა, ეს ყველაფერი კი დიდ ხარჯებთან აღმოჩნდა დაკავშირებული, რაც ვერ გაითვალისწინა. გარდა ამისა, ეკლესიაში, სადაც ნათლობის ცერემონია უნდა გამართულიყო, ბავშვის მშობლები გვიან გამოცხადდნენ და როცა მივიდნენ, ისე იქცეოდნენ, თითქოს თავად ნათლია იქ საერთოდ არ ყოფილიყო.

ახალგაზრდა ქალი აღნიშნავს, რომ ნათლობის შემდეგ მათ ყველანაირი კავშირი გაწყვიტეს და არც ტელეფონს პასუხობდნენ. როგორც ჩანს, ოჯახის ინტერესი მხოლოდ ნათლიის მიერ გაღებული ფინანსები იყო და მას შემდეგ გამოუცხადეს, რომ არ სურდათ ნათლულთან რაიმე კავშირი ჰქონოდა.

 

onalem

ტესტ