fbpx
საზოგადოება

ათენი: ავტობუსის მძღოლს გზა დაავიწყდა და არასწორი მიმართულებით წავიდა

შემთხვევის შესახებ სიუჟეტი ტელეკომპანია ANT-ზე გავიდა. როგორც ირკვევა, N040 მძღოლს, რომელიც პირეა-სინდაღმას რეისს ასრულებს, გზა დაავიწყდა და სრულიად სხვაგან შეუხვია, შესაბამისად, დაგეგმილი მარშრუტის მიხედვით არ წავიდა და უკან დაბრუნება მოუწია.

პარალელურად მომხდარს მგზავრების რეაქციაც მოჰყვა, რომელთაგან ზოგს ეგონა, რომ სხვა ავტობუსში ავიდა, ზოგი კი ხუმრობდა, რომ მძღოლს ისინი სახლში მიჰყავდა და ვასილოპიტათი უნდა გამასპინძლებოდა.

შეფერხების და იმავე ადგილზე დაბრუნების შემდეგ მან მოახერხა და ავტობუსი ჩვეული გზით წაიყვანა.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ