fbpx
საზოგადოება

“საბერძნეთში ისეთი ცუდი ამინდი გველის, რომ ამ დრომდე ჯერ არ ყოფილა” – იანის კალიანოსი

ცუდი ამინდის ყველაზე ძლიერი ფენომენი, რომელიც კი ამ ზამთარში საბერძნეთში ყოფილა, ქვეყანას კვირა დღიდან ელის. საგანგებო პროგნოზს ბერძენი სინოპტიკოსი, იანის კალიანოსი ავრცელებს.

“ყველაფერი 5 იანვარს დაიწყება და 7 იანვარს ურთულესი დღე გველის. ამ ზამთარში ეს ჯერჯერობით ყველაზე უარესი კლიმატური ფენომენი იქნება. ველოდებით თოვლს, უხვი რაოდენობით, იქნება ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა, ზოგიერთ რეგიონში დაახლოებით  -14 გრადუსამდეც კი.

6-7 იანვარს აღმოსავლეთ და სამხრეთ საბერძნეთში ტემპერატურა ძალიან არამდგრადი იქნება. თოვლი მოსალოდნელია პილიოს, აღმოსავლეთ სტერეას, ევიასა და სპორადესის ტერიტორიებზე. 

ატიკაში მოსალოდნელია ძირითადად წვიმა, ხოლო ორშაბათს და სამშაბათს დილის საათებში ითოვებს დაბალმთიან ტერიტორიებზეც. ათენში ჰაერის ტემპერატურა მაქსიმუმ 4 გრადუსი იქნება.

მთავრობას უკვე ვატყობინებთ, რომ მიიღონ გარკვეული ზომები, გართულებების თავიდან ასაცილებლად. მე ვესაუბრე სამოქალაქო დაცვის მინისტრსა და მომდევნო დღეებშიც მუდმივად მივაწვდი ინფორმაციას,” აცხადებს სინოპტიკოსი.

 

 

onalem

ტესტ