fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“საავადმყოფოში მივედი და მითხრეს, რომ ჩემი შვილი გარდაცვლილი იყო” – მელპო კოსტი

მელპო კოსტიმ ტელეკომპანია ALPHA-ზე ელეონორა მელეტისთან საკუთარ შვილებზე ისაუბრა. მას 17 წლის ბიჭი ავტოავარიაში დაეღუპა, ხოლო მის გოგონას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. ცნობილი მსახიობი ახლა ფსიქოთერაპიის კურსს გადის.

“მას მეგობრის მოტოციკლი ჰყავდა წაყვანილი. შუქნიშანზე ჩვეულებრივ გაიარა და მანქანას დაეჯახა, რომლის მძღოლმაც წითელი გადაკვეთა. ის თითქმის იმ წამსვე გარდაიცვალა. მაშინვე შემატყობინეს, ადგილზე მივედი და ყველაფერი, რაც ვნახე და განვიცადე, ეს უბრალოდ, ენით აღუწერელია. საავადმყოფოში მისვლისას, როცა მითხრეს, რომ ჩემი შვილი გარდაცვლილი იყო, მე ვუთხარი ჩემს თავს: “საქმე გაქვს გასაკეთებელი,” ამბობს კოსტი.

onalem

ტესტ