fbpx
საზოგადოება

ტონი მავრიდისის ბოდიში ელენა პაპარიზუს – რა მოხდა სასამართლოზე?!

ტონი მავრიდისსა და ელენა პაპარიზუს შორის კონფლიქტს დასასრული არ უჩანდა, სანამ ბოლო სასამართლო პროცესი არ შედგა.

ყოფილ პარტნიორებს შორის დავა წლების მანძილზე გრძელდებოდა და მათი სიყვარული ხმაურიანი სასამართლოებით დასრულდა.

თუმცა, ამჯერად ცნობილმა კომპოზიტორმა უკან დაიხია და მას შემდეგ, რაც დიდი რაოდენობის კომპენსაციას ითხოვდა, პროცესზე პაპარიზუს ბოდიში მოუხადა. Espresso-ს მიხედვით, მან 2008 წელს პროვოკაციული განცხადებები იმის გამო გააკეთა, რომ მავრიდისი მეტისმეტად გულნატკენი იყო.

“მიუხედავად პროფესიული და პირადი უთანხმოებისა, მე არ მინდოდა მისთვის გული მეტკინა ან რეპუტაცია შემელახა,” აცხადებს პაპარიზუს ყოფილი პარტნიორი და პროდიუსერი.

იგივე სიტყვები გამოქვეყნდა ბერძნულ პრესაში და პაპარიზუს ადვოკატმაც დაადასტურა, რომ მათ შორის დავა და ბრძოლა თანხებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესების თანხლებით აღარ გაგრძელდება.

onalem

ტესტ