fbpx
საზოგადოება

6.3 ბალიანი მიწისძვრის პირველი მსხვერპლი საბერძნეთში: ნანგრევებში მოყოლილი მოხუცი გარდაიცვალა

ელასონაში მომხდარ მიწისძვრას არა მხოლოდ მატერიალური ზარალი მოჰყვა, არამედ გარდაიცვალა 1 ადამიანი, მოხუცი, რომელიც საკუთარი სახლის ნანგრევებში მოჰყვა და დაშავდა.

83 წლის ხრისტოს გეკასი სოფელ მესოხორში, მეუღლესთან ერთად, სახლში იმყოფებოდა, როდესაც მიწისძვრა მოხდა და ვინაიდან მოხუცს გადაადგილების პრობლემა ჰქონდა, გამოსვლა ვერ მოასწრო. ის მოგიანებით მაშველებმა გამოიყვანეს და გადაარჩინეს, თუმცა, სამწუხაროდ, ლარისას საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მას ხვალ დაკრძალავენ, ხოლო ოჯახმა საზოგადოებისგან ითხოვა, ყვავილებისა და გვირგვინების შეძენის ნაცვლად თანხა მიწისძვრით დაზარალებულებს მოახმარონ.

onalem

ტესტ