fbpx
საზოგადოება

30 წელია საბერძნეთში ემიგრაციაში ცხოვრობენ – ვინ არის 5 წლის გოგონა, რომელიც ყაყაჩოების კრეფისას მანქანამ გაიტანა

ემიგრანტების ოჯახი, რომელსაც საბერძნეთში 5 წლის გოგონა დაეღუპა, მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ლეხენაში პატარა კლაუდია ყაყაჩოებს კრეფდა, როდესაც მანქანა დაეჯახა.

ბავშვი იმ სათბურთან ახლოს იმყოფებოდა, სადაც მისი მშობლები მუშაობდნენ. ის გზის მახლობლად იყო, სწორედ იმ დროს მანქანამ გამოიარა, ბავშვს დაეჯახა და სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.

ყველა, ვინც იქ იმყოფებოდა, შოკისგან გაშეშდა. როდესაც ხალხი გონზე მოვიდა და მიხვდა, რა ხდებოდა, გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გარდაცვალება დადასტურდა.

ავტომობილის მძღოლი უკვე დაკავებულია.

ირკვევა, რომ გოგონას ოჯახი ალბანეთიდან არის, ისინი ემიგრაციაში 30 წელზე მეტია ცხოვრობენ და მუხლჩაუხრელად მუშაობენ შვილების უკეთესი ცხოვრებისა და მომავლისთვის. გოგონას ჰყავს ძმაც.

კლაუდიას დედა განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაშია, ქალი შოკშია და ვერ იჯერებს, რომ რამდენიმე წამში მისი მცირეწლოვანი შვილის სიცოცხლე დასრულდა.

onalem

ტესტ