fbpx
საბერძნეთი

250 პოლიციელი და სპეციალური დაცვა ათენის ცენტრში – ახალი გეგმა აქტიურ ფაზაში

ათენის ცენტრში კონტროლის გასაძლიერებლად ხელისუფლებამ ახალი გეგმა შეიმუშავა, რომელიც უკვე აქტიურ ფაზაშია. 2020 წლის იანვრიდან დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში გამოჩნდნენ პოლიციის ახალი ოფიცრები და სპეციალური დაცვის თანამშრომლები.

როგორც ცნობილია, ისინი სისტემატიურად პატრულირებენ 16 ცენტრალურ უბანში, იყენებენ სპეციალურ მოტოციკლებს და ველოსიპედებს, ასევე, აღჭურვილები არიან ლეპ-ტოპებით, რათა წვდომა ჰქონდეთ პოლიციის მონაცემთა ბაზაზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 15 დღეში, ნარკოტიკებთან, ქურდობასთან, ტრეფიკინგთან დაკავშირებული დანაშაულის გამო, 167 პირი დააკავეს, ხოლო კონტროლი 6.759 პირმა გაიარა.

ათენის ცენტრში პოლიციელთა სიმრავლე ნამდვილად თვალში მოსახვედრია. ოფიცრები ყოველ 10 წუთში ერთხელ ათენის თითოეულ უბანში მოძრაობენ და დანაშაულის პრევენციას ახდენენ.

პარალელურად კი, შემოწმებების შედეგად აპატიმრებენ პირებს, რომლებიც აქამდე შეუმჩნევლად ჩადიოდნენ დანაშაულს, ატარებდნენ იარაღს, ძარცვავდნენ გამვლელებს, ვაჭრობდნენ ნარკოტიკებით და ა.შ.

 

 

onalem

ტესტ