fbpx
კრიმინალი

24 წლის მამაკაცს 22 უსაბუთო ემიგრანტი საბერძნეთში შემოჰყავდა – ისინი თესალონიკში დააკავეს

24 წლის მამაკაცი თავადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, თუმცა, მისი ეროვნების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. როგორც ირკვევა, ის თესალონიკში, ვაგიოხორის ტერიტორიაზე მაშინ დააკავეს, როდესაც 22 ემიგრანტი საბერძნეთში უკანონოდ შემოჰყავდა.

ემიგრანტები ორ მანქანაში იყვნენ განაწილებულები და არ აღმოაჩნდათ არანაირი საბუთი, რომელიც დაადასტურებდა მათ საბერძნეთში ყოფნის უფლებას.

24 წლის უცხოელი, მათთან ერთად, განყოფილებაში გადაიყვანეს და ბრალს მოგვიანებით წაუყენებენ.

onalem

ტესტ