fbpx
საზოგადოება

2.000 ევრო საბერძნეთში დაბადებულ თითოეულ ბავშვზე, 180 ევრო მათ, ვინც საბავშვო ბაღში ადგილს ვერ იპოვის

საბერძნეთის ახალი ხელისუფლება ქვეყანაში არსებული მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, შობადობის გასაზრდელად გარკვეულ ზომებს იღებს. როგორც ცნობილი გახდა, 2020 წლიდან საბერძნეთში დაბადებულ ყოველ ბავშვზე 2.000 ევრო გაიცემა.

გარდა ამისა, გაიცემა სხვადასხვა დახმარებები ოჯახში ბავშვების რაოდენობის მიხედვით, ყოველი ბავშვის გაჩენის შემდეგ შეუმცირდებათ გადასახადებიც.

2020 წლისთვის მთავრობა გაგმავს:

  1. გასცეს დახმარება 2020 წლიდან საბერძნეთში დაბადებულ თითოეულ ბავშვზე, 2.000 ევროს ოდენობით.
  2. წლიური შემოსავლების მიხედვით, საგადასახადო სამსახურში გადასახდელი თანხის ლიმიტი აიწევს 1000 ევროთი, თითო ბავშვზე.
  3. დახმარებებს, რომლებსაც ოჯახები ბავშვებისთვის იღებენ, ასევე შეიცვლის სახეს.
  4. არცერთი ბავშვი არ დარჩება საბავშვო ბაღის გარეშე. მშობლები, რომლებიც საკუთარ შვილს ბაღში ვერ დაარეგისტრირებენ, ადგილების ნაკლებობის გამო, მიიღებენ ვაუჩერს ყოველთვიური 180 ევროს ოდენობით, რათა იპოვონ სხვა დაწესებულება, სურვილის შესაბამისად.
  5. საბავშვო ბაღებში გაიზრდება საათების რაოდენობა, შეიცვლება და დაემატება პროგრამები, რომლებიც მოიაზრებს მშობლებთან შეხვედრებსა და მათ მეტ ჩართულობას შვილებთან ურთიერთობაში.

onalem

ტესტ