fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: აეროპორტში შემოწმების შედეგად ორი ემიგრანტი დააკავეს

საბერძნეთის პოლიციამ ნ. კაზანძაკის აეროპორტში 43 და 27 წლის მამაკაცები დააკავა, რომლებსაც ყალბი საბუთები აღმოაჩნდათ. ისინი ქვეყნის დატოვებას და გერმანიაში გამგზავრებას ცდილობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, კონტროლის გავლისას მათ მესაზღვრეს ყალბი საბუთები წარუდგინეს და სწორედ ამის შემდეგ მოხდა ადგილზე პოლიციის მობილიზება.

ორივე მათგანი ირაკლიოს განყოფილებაში გადაიყვანეს.

უცნობია, თუ რა ეროვნების არიან დაკავებულები. მათ საბუთების გაყალბების ბრალდებით გაასამართლებენ.

 

onalem

ტესტ