fbpx
კრიმინალი

“ბოდიშს ვუხდით ოჯახს და ყველა ბერძენს” – ბოშების აღიარება, რომლებმაც 73 წლის ბერძენი ქალი მოკლეს

26 და 28 წლის მამაკაცები 73 წლის ბერძენი ქალის მკვლელობას აღიარებენ. როგორც მათ ჩვენებაში თქვეს, მოხუცს ბაზრიდან აედევნნენ, სადაც საყიდლებზე იმყოფებოდა და დაინახეს, რომ ოქროს ყელსაბამი ეკეთა.

შემთხვევა 7 დეკემბერს მოხდა. მათ ქალს სახლამდე გაჰყვნენ, შემდეგ კი ყელსაბამის წართმევა დაუპირეს, თუმცა, ვერ შეძლეს, რის შემდეგაც მანქანით რამდენჯერმე გადაუარეს ზედ და ადგილზე მოკლეს.

ამჟამინდელი ინფორმაციით, ისინი პატიებას ითხოვენ მოკლულის ოჯახისგან:

“ბოდიშს ვუხდით ოჯახს და ყველა ბერძენს” – ამბობენ ისინი.

აღმოჩნდა, რომ 26 წლის მამაკაცს აქამდეც ჰქონდა კანონდარღვევები, მას ბრალად ედება ძარცვის სხვა მცდელობებიც, ასევე იარაღის უკანონო შენახვა-ტარება.

“ასე იმიტომ მოვიქეცით, რომ ქალის რეაქციამ შეგვაშინა. ის ყვიროდა და წინააღმდეგობას გვიწევდა, მისი ქმარ-შვილი კი გარეთ გამოვიდა და შემდეგ დავეჯახეთ, რადგან სწრაფად გაქცევა გვინდოდა,” ამბობს ერთ-ერთი ჩვენებაში.

onalem

ტესტ